StarPlast · PETG
PETG StarPlast
45 ₾
45 ₾/კგ
ფასი რაოდენობაზე
1 ცალი
45 ₾
4+ ცალი
42,75 ₾
10+ ცალი
40,50 ₾
დარჩა 2 ცალი
45 ₾
თეთრი RAL 9003
გატანა ბათუმში - დღესვე
კურიერი ბათუმში - ხვალ
საქართველოში - 1-3 დღე
აღწერა
PETG შუალედია PLA-სა და ABS-ს შორის: თითქმის ისეთივე მარტივი ბეჭდვისთვის, როგორც PLA, მაგრამ დარტყმას, ტენს და სითბოს გაცილებით უკეთ უძლებს.
StarPlast-ის კოჭები: 1,75 მმ, 1 კგ, კოჭაზე. თეთრი - RAL 9003 შკალით (სასიგნალო თეთრი): თანაბარი სუფთა ელფერი, სიყვითლის გარეშე.
ბეჭდვის რეჟიმები - PETG-ის გზამკვლევში; ზუსტი ტემპერატურები კოჭის ეტიკეტზეა.
რისთვის გამოდგება
ფუნქციური დეტალები, კორპუსები, სამაგრები, ჭურჭელი, გარე პირობებში მომუშავე ნაწილები.
შეზღუდვები
ძაფები (stringing) - PETG-ის ჩვეული თავისებურება, საჭიროა retraction-ის მორგება. ბეჭდვამდე გააშრეთ. არ გამოდგება 75-80 °C-ზე მაღალი მუდმივი ტემპერატურისთვის.
ბეჭდვის პარამეტრები
| საქშენის ტემპერატურა | 235-260 °C (★ 250 °C) |
|---|---|
| მაგიდის ტემპერატურა | 60-80 °C |
| შებერვა | 40% |
| შრობა | 60°C / 4 სთ |
ამ პროდუქტს ჯერ არ აქვს შეფასება